უახლესი ამბები

ირანში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

01 04 2018 | ავტორი: admin
ირანში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გარესამყარო
0

ირანში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ირანის დასაველთ ნაწილში მდებარე პროვინცია ქერმაშაჰში დაფიქსირდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ირანისა და ერაყის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობდა.

უკანასკნელად სტიქია ამავე რეგიონში შარშან ნოემბერში მოხდა. მაშინ სტიქიის სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდას აღწევდა. შედეგად დაიღუპა 530 ადამიანი.