უახლესი ამბები

აშშ-მექსიკის საზღვარს შეერთებული შტატების ეროვნული გვარდია დაიცავს

05 04 2018 | ავტორი: admin
აშშ-მექსიკის საზღვარს შეერთებული შტატების ეროვნული გვარდია დაიცავს
გარესამყარო
0

დონალდ ტრამპი ხელს აწერს პროკლამაციას, რომლის მიხედვითაც გაიცემა ბრძანება, რომ მექსიკასთან აშშ-ის საზღვრის დაცვაში მონაწილეობას ეროვნული გვარდია მიიღებს, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის უსაფრთხოების მდივანმა კირსტენ ნილსენმა გააკეთა.

„იმედი გვაქვს, რომ შენაერთების განთავსების პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება. დღეს მე გავაგრძელებ მოლაპარაკებებს გუბერნატორებთან. მოგეხსენებათ, ეს კეთდება შეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე. ასე რომ, ჩვენ სრული დატვირთვით ვმუშაობთ, რომ ამ შეთანხმებას დროულად მივაღწიოთ“, – განაცხადა ნილსენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მანამდე კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკასთან აშშ-ის საზღვარს გამყოფი კედლის აშენებამდე სამხედრო შენაერთებით დაიცავს.

„ჩვენ ვგეგმავთ, საკითხს სამხედრო კუთხით მივუდგეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ იდეის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ჯიმ მეტისთანაც ისაუბრა.

„ჩვენ აღარ დავუშვებთ ადამიანების უკანონო შემოდინებას აშშ-ის ტერიტორიაზე, რომლებიც შემდეგ უჩინარდებიან და არასდროს ცხადდებიან სასამართლოში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.