უახლესი ამბები

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

11 04 2018 | ავტორი: admin
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გარესამყარო
0

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მეთაურის თანამდებობისთვის რვა კანდიდატი იბრძვის. ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევია. საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობენ: პარტია „სახალხო ფრონტი ერთიანი აზერბაიჯანის“ კანდიდატი გუდრატ გასანგულიევი, „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ არაზ ალიზადი, „ეროვნული აღორძინების მოძრაობიდან“ ფარაჯგულიევი, „ფრონტისტების საინიციატივო ჯგუფიდან“ რაზი ნურულაევი, „თანამედროვე მუსავატის“ კანდიდატი ხაფიზ გაჯიევი. ასევე, არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებელი კანდიდატები ზაჰიდორუჯი და სარდარ მამედოვი.

არჩევნების დღე აზერბაიჯანში უქმე დღედ არის გამოცხადებული. საარჩევნო ყუთები მთელი ქვეყნის მაშტაბით 08:00 საათზე იხსნება და 19:00 საათზე იხურება. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში 5 მილონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. საარჩევნო პროცესს 900 საერთაშორისო და 58 ათასი ადგილობრივი დამკვირვებელი დაესწრება.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 125 ოლქში, 5641 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 41 უბანი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 32 ქვეყანაში გაიხსნება.