უახლესი ამბები

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა

12 04 2018 | ავტორი: admin
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა
გარესამყარო
0

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა. ქვეყნის პრეზიდენტმა ხმების 85%-ზე მეტი აიღო.

მმართველმა პარტიამ ალიევის გამარჯვება საარჩევნო უბნების დახურვიდან ორი საათის შემდეგ იზეიმა.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 75% იყო და დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრები არ შესულა.

საპრეზიდენტო არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 426 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.