უახლესი ამბები

სომხეთში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

25 04 2018 | ავტორი: admin
სომხეთში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს
გარესამყარო
0

სომხეთში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ის სომხეთში შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავლად სწორედ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს.  მისი აზრით, საკითხის განხილვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალების მონაწილეობით უნდა მოხდეს. ასეთი  შეხვედრის ორგანიზების თხოვნით კარაპეტიანმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს მიმართა.