უახლესი ამბები

ევროკავშირის მომდევნო გაფართოება შესაძლოა 2025 წელს მოხდეს

04 05 2018 | ავტორი: admin
ევროკავშირის მომდევნო გაფართოება შესაძლოა 2025 წელს მოხდეს
გარესამყარო
0

სერბეთი და მონტენეგრო 2025 წელს შესაძლოა, ევროკავშირის წევრები გახდნენ. ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. „ვფიქრობ, რომ სერბეთი და მონტენეგრო 2025 წელს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანდნენ“ – აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებაში ევროკავშირისგაფართოების ახალი სტრატეგია ევროკომისიამ მიმდინარე წლის 6 თებერვალს დაამტკიცა.

მანამდე, ევროკავშირმა გაწევრიანების კანდიდატების სტატუსი ალბანეთს, მაკედონიას, სერბეთსა და მონტენეგროს მიანიჭა.

2016 წელს გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარადგინა ბოსნია ჰერცოგოვინამ. კოსოვოს, რომლის დამოუკიდებლობა ევროკავშირის 28-დან 23 სახელმწიფოს აქვს აღიარებული, ასევე აქვს გაწევრიანების პრეტენზია.