უახლესი ამბები

ბავარიის რეგიონში სარკინიგზო ავარია მოხდა

08 05 2018 | ავტორი: admin
ბავარიის რეგიონში სარკინიგზო ავარია მოხდა
გარესამყარო
0

ბავარიაში ორ სარკინიგზო ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანული მედიის ცნობით, შვაბიასოლქში სატვირთო მატარებელი სამგზავრო რეგიონულ შემადგენლობას შეეჯახა. ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა – მემანქანე და ერთი მგზავრი. სარკინიგზო კომპანია „Deutsche Bahn“-ის მონაცემებით, დაშავდა 14 ადამიანი.

მომხდარ ავარიამდე ცოტა ხნით ადრე, დასახლებულ პუნქტ ზესჰაუპტთან სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ინციდენტის შედეგად, მანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა, მატარებლის ერთ-ერთმა მგზავრმა კი დაზიანებები მიიღო.