უახლესი ამბები

პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა

19 04 2014 | ავტორი: admin
პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა
პოლიტიკა
0

საქართველოს პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალება აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შესაბამის განკარგულებას (N17/04/01) პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა, რომლის თანახმადაც შეწყალებულია 95 მსჯავრდებული.

მარგველაშვილის განკარგულება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადაეგზავნა.