უახლესი ამბები

სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა

12 06 2018 | ავტორი: admin
სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა
გარესამყარო
0

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე დაიწყო.

მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და მოლაპარაკების წარმატებაში დარწმუნებულია. კიმ ჩენ ინმა კი წარსული და ძველი წინასწარშეგონებები ახსენა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნა, რომ ეს დაბრკოლებები მათ უკვე გადალახეს და დღეს აქ იმყოფებიან.

განცხადებების შემდეგ, დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. შეხვედრას მხოლოდ თარჯიმანი დაესწრო. აუდიენცია დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა.

ამის შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მოლაპარაკების მაგიდასთან დელეგაციების სხვა წევრებიც შეუერთდნენ.