უახლესი ამბები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა

19 06 2018 | ავტორი: admin
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვევა
გარესამყარო
0

კიმ ჩენ ინი დღეს ჩინეთს ეწვევა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სი ძინპინთან მოლაპარაკებებს გამართავს.

როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინი და სი ძინპინი 12 ივნისს დონალდ ტრამპთან გამართულ ისტორიულ სამიტს განიხილავენ. ამასთან, მხარეებს შორის მოლაპარაკებების სამომავლო სტრატეგიაზე იმსჯელებენ.

ამ მომენტისთვის პეკინში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომებს იღებენ. კიმ ჩენ ინის ვიზიტი ორ დღეს გასტანს.

25-28 მარტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთში უკვე იმყოფებოდა. ის ქვეყანას არაოფიციალური ვიზიტით მეუღლესთან ერთად ეწვია. ეს კიმ ჩენ ინისთვის სამშობლოს საზღვრებს გარეთ პირველი ვიზიტი იყო მას შემდეგ, რაც ძალაუფლების სათავეშია.