უახლესი ამბები

ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

21 06 2018 | ავტორი: admin
ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
გარესამყარო
0

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც პეტრო პოროშენკოს პრესსამსახური იტყობინება, სატელეფონო საუბრისას უკრაინის ლიდერმა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინელი პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამავე დროს, პეტრო პოროშენკომ რუსეთში დაპატიმრებულ რეჟისორ ოლეგ სენცოვთან უკრაინის ომბუდსმენის შეშვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პოროშენკომ ვლადიმერ პუტინს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და „ნორმანდიულფორმატში“ მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობა შეახსენა.

ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი. როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვლადიმერ პუტინმა შეშფოთება გამოთქვა დონბასში ვითარების გამწვავებისა და მშიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლთა რიცხვის ზრდის გამო. ამას გარდა, პრეზიდენტებმა დონბასში გაერო-ს მისიის განთავსების საკითხსა და პატიმრების გაცვლაზე ისაუბრეს.