უახლესი ამბები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეას ესტუმრება

03 07 2018 | ავტორი: admin
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩრდილოეთ კორეას ესტუმრება
გარესამყარო
0

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 5 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ესტუმრება. ამერიკელი დიპლომატი კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დროს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხს განიხილავს. დენუკლეარიზაციისთვის აუცილებელია, ფხენიანმა საკუთარი ბირთვული არსენალის სრული სია წარადგინოს. ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს კი მაიკ პომპეო სრულ ინვენტარიზაციას მოითხოვს.

კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ტოკიოში სამხრეთ კორეის და იაპონიის ლიდერებს შეხვდება და ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

ეს ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის უკვე მესამე ვიზიტი იქნება.

ცოტა ხნის ხინ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ერთწლიან პროგრამას მოიცავს. თუმცა ამერიკულმა მედიამ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ექსპერტების დასკვნები მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, კორეის ნახევარკუნძულზე ბოლო თვეებში საიდუმლო სადგურებზე ატომური ენერგიის წარმოება გაიზარდა.