უახლესი ამბები

საბერძნეთის მთავრობამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა

11 07 2018 | ავტორი: admin
საბერძნეთის მთავრობამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა
გარესამყარო
0

საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა, ორს კი ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „Kathimerini“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა დიპლომატებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

საბერძნეთის მთავრობა თვლის, რომ დიპლომატები საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.