უახლესი ამბები

ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

15 07 2018 | ავტორი: admin
ავღანეთის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
გარესამყარო
0

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ ტერაქტს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ახლოს აიფეთქა.

თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შენობას ტოვებდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ცოტა ხნის წინ კი გაერომ ავღანეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური აზიის ქვეყანაში კონფლიქტის ფარგლებში მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გაეროს ცნობით, ბოლო ექვს თვეში ტერორისტულ თავდასხმებსა და სამხედრო დაპირისპირებებს 1 692 ადამიანი შეეწირა.