უახლესი ამბები

ჰელსინკიში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართება

16 07 2018 | ავტორი: admin
ჰელსინკიში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართება
გარესამყარო
0

ჰელსინკიში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში 13:00 საათზე დაიწყება.

პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, გაიმართება აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა. ასევე, დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები. საღამოს კი გაიმართება ტრამპისა და პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია.

მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის არის აშშ-ის და რუსეთის ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე სირია და უკრაინა.

დონალდ ტრამპი ჰელსინკიში გუშინ საღამოს პირველ ლედი მელანია ტრამპთან და დელეგაციის წევრებთან ერთად ჩავიდა. მათ შორის არის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი.

ეს ტრამპისა და პუტინის რიგით რიგით მესამე შეხვედრაა, თუმცა აშშ-ისა და რუსეთის ამ დონის სამიტი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ არ გამართულა.