უახლესი ამბები

საქართველომ შესაძლოა რაგბიში 2017 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს

17 06 2014 | ავტორი: admin
საქართველომ შესაძლოა რაგბიში 2017 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს
საქართველო და გარესამყარო
0

მთავრობის კანცელარაშია დღეს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველო რაგბის 2017 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისათვის განაცხადს გააკეთებს. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირი შესაბამის განაცხადს 27 ივნისს წარადგენს.

„ჩვენ გვაქვს რაგბის საერთაშორისო ფედერაციის დიდი მხარდაჭერა, რომ აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს ცნობადობის გაზრდის, ქართული სპორტისა და კულტურის პროპაგანდის, ასევე რაგბის პოპულარიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი გეგმაც წარუდგინეს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც ინგლისი უმასპინძლებს, საქართველო უძლიერესი გუნდით წარსდგება, ასევე იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები ქართული კულტურისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით.