უახლესი ამბები

ევროკომისიამ ამერიკული კორპორაცია „Google“ 4,3 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

19 07 2018 | ავტორი: admin
ევროკომისიამ ამერიკული კორპორაცია „Google“ 4,3 მილიარდი ევროთი დააჯარიმა
გარესამყარო
0

ევროკომისიამ ამერიკული კორპორაცია „Google“ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის 4,3 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ განცხადება კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა მარგრეტევესტაგერმა გააკეთა.

საქმე ეხება ოპერაციულ სისტემა „ანდროიდს“. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ Google-ი „ანდროიდს“ უსამართლოდ იყენებდა ინტერნეტ-საძიებო სისტემაში თავისი უპირატესობის გასაძლიერებლად.

ევროკომისრის თქმით, კომპანიამ დაარღვია ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, როდესაც „ანდროიდის“ მწარმოებლებს მოწყობილობების გაყიდვა დაავალდებულა წინასწარ ინსტალირებული „Google“-ის საძიებო სისტემით.

ევროკომისიამ კომპანიას დარღვევების გამოსასწორებლად 90 დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში „Google“-ს დამატებითი ჯარიმა ემუქრება.

„მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, „Google“-მა უნდა შეწყვიტოს ევროპელი მომხმარებლების არჩევანზე გავლენის მოხდენა“, -აღნიშნა კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა.

როგორც სააგენტო „Reuters“ წერს, ამერიკული კომპანია ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

. ამის შესახებ განცხადება კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა მარგრეტევესტაგერმა გააკეთა.

საქმე ეხება ოპერაციულ სისტემა „ანდროიდს“. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ „Google“ ანდროიდს“ უსამართლოდ იყენებდა ინტერნეტ-საძიებო სისტემაში თავისი უპირატესობის გასაძლიერებლად.

ევროკომისრის თქმით, კომპანიამ დაარღვია ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, როდესაც „ანდროიდის“ მწარმოებლებს მოწყობილობების გაყიდვა დაავალდებულა წინასწარ ინსტალირებული Google-ის საძიებო სისტემით.

ევროკომისიამ კომპანიას დარღვევების გამოსასწორებლად 90 დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში Google-ს დამატებითი ჯარიმა ემუქრება.

„მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, Google-მა უნდა შეწყვიტოს ევროპელი მომხმარებლების არჩევანზე გავლენის მოხდენა“, -აღნიშნა კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამერიკული კომპანია ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.