უახლესი ამბები

ოსლოს ცენტრში ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი ​გაიხსნა

22 07 2018 | ავტორი: admin
ოსლოს ცენტრში ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი ​გაიხსნა
გარესამყარო
0

ოსლოს ცენტრში ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი ​გაიხსნა. მონუმენტი წარმოადგენს გამჭვირვალე კედელს, რომელზეც დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული.

როგორც მემორიალის გახსნაზე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სულბერგმა განაცხადა, 22 ივლისი სამუდამოდ დარჩება გლოვის დღედ.

ცერემონიალს ოსლოში დაესწრო ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც, რომელიც 2011 წელს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

დღესვე ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ კუნძულ უტოიაზეც.

შეგახსენებთ, ბრეივიკმა ნორვეგიის დედაქალაქსა და კუნძულ უტოიაზე 2011 წლის 22 ივლისს ორმაგი ტერაქტი მოაწყო. შედეგად დაიღუპა 77 ადამიანი. კუნძულ უტოიაზე თავდასხმას ემსხვერპლა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამთა ლიპარტელიანი.