უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს შეხვდა

27 07 2018 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს შეხვდა
პოლიტიკა
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძესა და კომისიის წევრ გიორგი მოსიძეს შეხვდა.

ვახტანგ ყოლბაიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრებს გააცნო საპარლამენტო კომიტეტებში გამართულ შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმებები და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები.

„ეს იყო საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში გამართული შემაჯამებელი შეხვედრა. ივლისის თვეში ჩვენ პარლამენტის თითქმის ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს შევხვდით და გავაცანით ჩვენი ხედვა. ჩემთვის სასიხარულოა, რომ შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ ერთსულოვნება დავინახე.

დარწმუნებული ვარ, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობა დადებით შედეგს მოიტანს როგორც ქვეყნისათვის, ისე დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და სახოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მნიშვნელობის კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობას, რათა მეტი გაკეთდეს, როგორც დევნილი ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განსაკუთრებულ როლს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.