ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში იუწყებიან, სირიის გამანადგურებელმა ისრაელის საჰაერო სივრცე დაარღვია და მისი მიმართულებით „Patriot“-ის ტიპის ორი რაკეტა გაუშვეს.
„ისრაელის არმია წინასწარ აკვირდებოდა გამანადგურებლის გადაადგილების ტრაექტორიას. ის ორი კილომეტრის სიღრმეში შემოფრინდა ისრაელის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ „Patriot“-ის ტიპის რაკეტებით ჩამოვაგდეთ. ეკიპაჟის მდგომაროების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია“, – ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.
როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, დღეს დილიდან სირიის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.