უახლესი ამბები

მაკედონიაში ქვეყანაში სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი სექტემბერში გაიმართება

31 07 2018 | ავტორი: admin
მაკედონიაში ქვეყანაში სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი სექტემბერში გაიმართება
გარესამყარო
0

მაკედონიაში ქვეყანაში სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი სექტემბერში გაიმართება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა 68 დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები სხდომას არ ესწრებოდნენ.

რეფერენდუმზე მოქალაქეებს მოუწევთ, პასუხი გასცენ შეკითხვას – „მხარს უჭერთ თუ არა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მაკედონიის რესპუბლიკასა და საბერძნეთს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე?“.

საბერძნეთმა და მაკედონიამ 17 ივნისს ხელი მოაწერეს ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება. ამგვარად, ათენსა და სკოპიეს შორის 27-წლიანი დავა დასრულდა, რომელიც მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებდა.