ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე „სამსუნგის“ მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
მათივე განცხადებით, რა ნივთებია წაღებული მაღაზიიდან, გამოძიება დაადგენს.