დაღესტანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. sportall.ge-ს ინფორმაციით, ბექა ლომთაძემ (61 კგ. წონით კატეგორიაში) პირველივე პერიოდში 12-0 დაამარცხა აზერბაიჯანელი ჰასან ზადა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუს ჰაჯიმურად რაშიდოვს შეხვდება.
ამასთან, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.) ანგარიშით 10-0 სძლია პოლონელ რობერტ ბარანს და ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტახა აკგულს შეხვდება; სანდრო ამინაშვილი (86 კგ) კი აზერბაიჯანელ ალექსანდრ გოსტიევთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს; ირაკლი მწითური (92კგ) რუს აბდულრაშიდ სადულაევთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.