უახლესი ამბები

თბილისს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ

05 05 2018 | ავტორი: admin
თბილისს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ
საქართველო და გარესამყარო
0

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN)-ის მეორე ძირითადი პროგრამის ”კომპაქტური მიუონურისოლენოიდის” ჯგუფის ხელმძღვანელს, პროფესორ ტიციანო კამპორესის და პროგრამის მთავარ ფიზიკოსს, კარლ აარონ ჯილს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში სტუმრებმა მინისტრს პროგრამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მასში ახალგაზრდა მეცნიერების, მათ შორის ქართველი მეცნიერების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 
სამინისტროს ცნობით, მთავარი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელეს, CERN – ში საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი იყო. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეს ქართველი მეცნიერებისთვის დიდ ასპარეზს შექმნის.
„ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღონ CERN – ის კვლევებსა და ექსპერიმენტებში, ხოლო მაგისტრატურის და დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტები შეძლებენ, თავიანთი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ნაწილი CERN – ში შეასრულონ. მხარეებმა ამ ფორმატში თანამშრომლობისთვის მზაობა დაადასტურეს და შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ,“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.