უახლესი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს ელჩებს შეხვდა

07 05 2018 | ავტორი: admin
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს ელჩებს შეხვდა
საქართველო და გარესამყარო
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

„გაერო-ს ელჩებმა ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცეს. აღინიშნა საქართველოს პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. საუბარი შეეხო გაერო-ს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში.
პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ელჩებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენებისა და ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით, იქ არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრისას, აღინიშნა საქართველოს ურყევი ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით და ამ პროცესში, ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების როლზე.

გაერო-ს ელჩებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში კახა იმნაძე ესწრებოდნენ.