უახლესი ამბები

დონალდ ტრამპი: ჩვენ 1,6 მლრდ დოლარი გვაქვს, მექსიკასთან კედლის ნაწილის მშენებლობა უკვე დავიწყეთ

01 08 2018 | ავტორი: admin
დონალდ ტრამპი: ჩვენ 1,6 მლრდ დოლარი გვაქვს, მექსიკასთან კედლის ნაწილის მშენებლობა უკვე დავიწყეთ
გარესამყარო
0

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ტელეარხი Fox News იუწყება. „ჩვენ გვაქვს 1,6 მილიარდი დოლარი, კედლის დიდი მონაკვეთების მშენებლობა უკვე დავიწყეთ“, – განაცხადა ტრამპმა ფლორიდას შტატში, ქალაქ ტამპაში საკუთარ მომხრეებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ქვეყნის საზღვრებზე „გრანდიოზული უსაფრთხოება“ იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის კედლის მშენებლობის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტრამპი აშშ-ს მთავრობის მუშაობის შეჩერებით დაიმუქრა, თუკი „დემოკრატები“ კანონპროექტს საზღვრის დაცვის შესახებ ხმას არ მისცემენ. 

„მზად ვიქნები შევაჩერო მთავრობის მუშაობა, თუკი „დემოკრატები“ კენჭს არ უყრიან საზღვრის დაცვის შესახებ კანონპროექტს, რომელიც კედლის მშენებლობას ითვალისწინებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.