უახლესი ამბები

დონალდ ტრამპი მზად არის ირანის პრეზიდენტს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეხვდეს

31 07 2018 | ავტორი: admin
დონალდ ტრამპი მზად არის ირანის პრეზიდენტს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეხვდეს
გარესამყარო
0

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის თავის ირანელ კოლეგას ჰასან რუჰანის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეხვდეს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„მე შევხვდები ირანის პრეზიდენტს თუ მისი მხრიდან ამის სურვილი იქნება. არ ვიცი არიან თუ არა ისინი ახლა მზად ამისთვის, ვინაიდან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. თუ ჩვენ გამოგვივა რამე მნიშვნელოვანზე შეთანხმება, მე შესახვედრად განწყობილი ვიქნები“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამგვარი შეხვედრისთვის არანაირ წინაპირობებს არ წამოაყენებს. 

„არაფერია ცუდი იმაში, რომ ესაუბრო სხვებს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ეხება ომის, სიკვდილის, შიმშილის ალბათობას და ბევრ სხვა საკითხებს. საჭიროა შეხვედრა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

აღსანიშნავია, რომ 23 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის სერიოზული შედეგებით დაემუქრა თუ ის ვაშინგტონის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს. 

„არასოდეს დაემუქროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ არადა ისეთი შედეგების წინაშე დადგებით, რომლის წინაშე არასოდეს დამდგახართ თქვენი ისტორიის მანძილზე. ჩვენ მეტი აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს თქვენს ჭკუანაღრძობ სიტყვებს ძალადობასა და სიკვდილზე. ფრთხილად იყავით“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.