უახლესი ამბები

პეტრო პოროშენკო: მიხეილ სააკაშვილის რეადმისია უზადოდ ჩატარდა

28 02 2018 | ავტორი: admin
პეტრო პოროშენკო: მიხეილ სააკაშვილის რეადმისია უზადოდ ჩატარდა
გარესამყარო
0

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში რეადმისია უზადოდ ჩატარდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღევანდელ პრესკონფენერციაზე განაცხადა, რომლის თემაც 2018 წლის გამოწვევებს უკავშირდებოდა. ამის შესახებ ტელეარხი „NEWSONE“ იუწყება.

„რეადმისიის საკითტხი იურიდიულად უზადოდ განხორციელდა უკრაინული კანონმდებლობის, უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ რაიმე სახის კანონმდებლობის დარღვევა რომ ყოფილიყო და სააკაშვილი პოლონეთში არ მიეღოთ, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ამაზე სულ სხვაგვარი იქნებოდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინა 12 თებერვალს დაატოვებინეს.