უახლესი ამბები

კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში შეიტანა

28 02 2018 | ავტორი: admin
კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში შეიტანა
გარესამყარო
0

კატალონიის პარლამენტის პრეზიდიუმმა რეგიონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის დამტკიცების საკითხი დღის წესრიგში შეიტანა, – იუწყება „El Mundo“. 

საკითხის დღის წესრიგში შეტანის ინიციატორი მემარცხენე პარტია CUP-ა. კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პარტიამ მიიღო, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობას ემხრობა.

მემარცხენე პარტიის წინადადების განხილვა მოხდება ძირითადი დოკუმენტის შესწორების სახით, რომლის თანახმადაც, კატალონიის მთავრობის მეთაური, ბრიუსელში მყოფი კარლეს პუჩდემონი ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას კიდევ ერთხელ შეძლებს. 

კატალონიის პარლამენტის იურისტებმა სპიკერი გააფრთხილეს, რომ ამ წინადადების დღის წესრიგში შეტანა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.