უახლესი ამბები

იტალიაში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

15 08 2018 | ავტორი: admin
იტალიაში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გარესამყარო
0

იტალიაში 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის გეოფიზიკისადა ვულკანოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის ცნობით, ღამის საათებში ბიძგები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, კამპობასოს პროვინციაში, მიწისქვეშ 16 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ამ მომენტისთვის იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

თუმცა კამპობასოს პროვინციის მთავარი ოპერატიული ცენტრი სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურთან მუდმივ კონტაქტში იმყოფება. ისინი სტიქიის ზონაში მიწისძვრის შედეგად შესაძლო დაზიანებებსა და დაშავებულებს ეძებენ.