უახლესი ამბები

შემოდგომაზე ესპანეთის პრემიერისა და კატალონიის ლიდერის შეხვედრა გაიმართება

20 08 2018 | ავტორი: admin
შემოდგომაზე ესპანეთის პრემიერისა და კატალონიის ლიდერის შეხვედრა გაიმართება
გარესამყარო
0

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი შემოდგომაზე ბარსელონაში კატალონიის ლიდერს, კიმ ტორას შეხვდება. ამის შესახებ რეგიონული მთავრობის წარმომადგენელმა, ელზა არტადიმ სააგენტო „Europa Press“-თან ინტერვიუში განაცხადა.

არტადის განცხადებით, მოლაპარაკებები სავარაუდოდ, სექტემბრის შემდეგ გაიმართება.

კატალონიის რეგიონულ მთავრობაში დაგეგმილ შეხვედრას მადრიდსა და ბარსელონას შორის ურთიერთობებისთვის დადებითად აფასებენ.

პედრო სანჩესსა დ აკიმ ტორას შორის პირველი შეხვედრა 9 ივლისს გაიმართა.

გასულ წელს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გამო, ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიის თვითმმართველობა შეზღუდა.