უახლესი ამბები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია

23 08 2018 | ავტორი: admin
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია
გარესამყარო
0

საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

გერმანიის კანცლერი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ანგელა მერკელმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, რის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია. დაგეგმილია ასევე კანცლერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, რის შემდეგაც ანგელა მერკელი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.