უახლესი ამბები

რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გეგმავს

28 08 2018 | ავტორი: admin
რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გეგმავს
გარესამყარო
0

სექტემბერში რუსეთი ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

სწავლება „Восток-2018“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ოლქებში ჩატარდება და ასევე მოიცავს წყნარი ოკეანისა და ჩრდილოეთის ფლოტებს.

სწავლებაში მონაწილეობას 300 ათასი სამხედრო მიიღებს. წვრთნებში ჩართული იქნება სამხედრო -საჰაერო ძალების ათასი და 36 ათასამდე სამხედრო-სახმელეთო ტექნიკა.

წვრთნები 11-დან 15 სექტემბრის პერიოდში გაიმართება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის სწავლება 1981 წელს „Запад-81“-ის ფარგლებში ჩატარდა და გარკვეულწილად იმეორებს პროგრამას, თუმცა „Восток-2018“ გაცილებით მასშტაბური იქნება.