უახლესი ამბები

იენს სტოლტენბერგი: მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი გახდება

06 09 2018 | ავტორი: admin
იენს სტოლტენბერგი: მაკედონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი გახდება
გარესამყარო
0

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მაკედონიას 30-ე წევრად ელოდება, – ამის შეასახებ სკოპიეში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს პოზიციის პარალელურად, საბოლოო გადაწყვეტილება მაკედონიის მოსახლეობამ რეფერენდუმზე უნდა მიიღოს.

„ჩვენ ვაფასებთ მაკედონიასთან პარტნიორობას. რამდენიმე კვირაში თქვენთან რეფერენდუმი ჩატარდება, სადაც გადაწყვეტთ, გსურთ თუ არა მსოფლიო თანამეგობრობასთან შეერთება.  ჩვენ მზად ვართ თქვენთან შესახვედრად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაკედონიის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

საბერძნეთი ნატო-ში მაკედონიის გაწევრიანებას ბლოკავდა. უთანხმოების საგანი მაკედონიის სახელწოდება იყო. საბერძნეთი სახელწოდების შეცვლას ითხოვდა, რადგან მაკედონია საბერძნეთის ერთ-ერთი რეგიონის სახელია. 25-წლიანი უთანხმოების შემდეგ, მხარეებს შორის შეთანხმება მიმდინარე წლის ივნისში შედგა. მაკედონიის ახალი სახელწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა იქნება. საკონსტიტუციო რეფერენდუმი სახელის ცვლილებაზე 30 სექტემბერს გაიმართება.