უახლესი ამბები

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი სკრიპალების მოწამვლასთან კავშირში არ არის

06 09 2018 | ავტორი: admin
დიმიტრი პესკოვი: რუსეთი სკრიპალების მოწამვლასთან კავშირში არ არის
გარესამყარო
0

კრემლში სკრიპალების მოწამვლასთან კავშირს უარყოფენ. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთი სკრიპალების მოწამვლასთან არც უმაღლეს და არც სხვა ნებისმიერ დონზე დაკავშირებული არ არის.

მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წევრებისგან რუსეთის ხელისუფლების წევრების მიმართ გახმიანებული ბრალდებები ყოვლად მიუღებელია.

ამავე დროს პესკოვმა განაცხადა, რომ სკოტლანდ იარდის მიერ სკრიპალების საქმეზე დასახელებული ეჭვმიტანილების შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე.

„ლონდონს და სხვა ქალაქებს ყოველწლიურად ათასობით რუსი სტუმრობს. იმისთვის, რომ დასახელებული პირების მიმართ ნაბიჯები გადაიდგას, აუცილებელია ლონდონის ოფიციალური მოთხოვნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორ ქვეყანას შორის მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებსა და კანონმდებლობაზე“, – განაცხადა პესკოვმა.

პუტინის პრესმდივნის განცხადებით, კრემლში მწუხარებას გამოთქვამენ, რომ ლონდონი სკრიპალების საქმის გამოძიებაში მოსკოვთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.შეგახსენებთ, რომ სკოტლანდ იარდმა 5 სექტემბერს დაასახელა სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების სახელები. მოგვიანებით კი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ყოფილი ორმაგი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები დაადანაშაულა, რომლებიც უმაღლესი ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ.