საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
„დღეს 27 სექტემბერია – ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ტკივილით სავსე დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ამ დღეს დაეცა სოხუმი და საქართველოს ძირძველი მიწის – აფხაზეთის ფაქტობრივი ოკუპაცია მოხდა“, – განაცხადა პრემიერმა.