უახლესი ამბები

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა მსვლელობა გამართეს

02 10 2018 | ავტორი: admin
ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა მსვლელობა გამართეს
გარესამყარო
0

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების მსვლელობა გაიმართა. კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეებს ხელში, სიმბოლურად, საარჩევნო ყუთები ეჭირათ. მანამდე ქალაქის სხვადასხვა რაიონში აქტივისტებმა საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები გადაკეტეს.

2017 წლის პირველ ოქტომბერს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა, რის შემდეგაც რეგიონულმა მთავრობამ, კარლეს პუიჩდემონის ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. ესპანეთის ხელისუფლებამ რეფერენდუმი არალეგიტიმურად მიიჩნია და მისი შედეგები არ აღიარა. მადრიდმა რეგიონული მთავრობის წევრები დაითხოვა და მათ წინააღმდეგ სასამართლო დევნა დაიწყო. კატალონიის ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წევრმა, მათ შორის პუიჩდემონმა, ესპანეთი დატოვა.