უახლესი ამბები

ინგუშეთის პარლამენტში ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმების კენჭისყრა ჩაიშალა

10 10 2018 | ავტორი: admin
ინგუშეთის პარლამენტში ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ შეთანხმების კენჭისყრა ჩაიშალა
გარესამყარო
0

ინგუშეთის პარლამენტის სხდომა, რომელზეც ჩეჩნეთთან საზღვრის შესახებ გაფორმებული შეთანხმების გაუქმება იგეგმებოდა, ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ინფორმაციას BBC-სრუსულენოვანი ბიურო ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, სხდომათა დარბაზი რამდენიმე დეპუტატმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვა, შემდეგ კი, სოციალური ქსელებით აქტივისტებს საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ოთხ ოქტომბერს ინგუშეთის რეგიონულმა პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჩეჩნეთთან გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც ინგუშეთ-ჩეჩნეთის საზღვრის ცვლილებას ითვალისწინებს. იმავე დღეს შეთანხმებას ხელი ინგუშეთის ლიდერმა მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, ინგუშეთი და ჩეჩნეთი ტერიტორიებს ცვლიან. ამის გამო, ინგუშეთის რესპუბლიკაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მაგასაში გამართულ დემონსტრაციებს ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი რუსლან აუშევი შეუერთდა.