უახლესი ამბები

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების ხმების 99% დათვალა

29 10 2018 | ავტორი: admin
ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების ხმების 99% დათვალა
პოლიტიკა
0

ცესკოს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი 3689 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,66 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 37,7 % მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მხარი 614 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, გრიგოლ ვაშაძეს კი 599 662-მა.

ქვეყნის მასშტაბით სულ 3705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, 3689 უბნის შედეგები კი, რაც ამ დროისთვის არის დათვლილი, საერთო ხმების 99,57 %-ს შეადგენს. 3689 უბნიდან 11 სპეცუბანია.

რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს: 10,97 %-მა დაუჭირა მხარი დავით ბაქრაძეს, 3,76 %-მა შალვა ნათელაშვილს, 2,26 %-მა – დავით უსუფაშვილს, 2,26 %-მა – ზურაბ ჯაფარიძეს და 1,33 %-მა – კახა კუკავას.