უახლესი ამბები

ინდონეზიური ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

29 10 2018 | ავტორი: admin
ინდონეზიური ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
გარესამყარო
0

ინდონეზიური ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინდონეზიის სამაშველო სააგენტოს ინფორმაციით, Boeing 737-ის ტიპის თვითმფრინავი შიდა რეისს დედაქალაქ ჯაკარტიდან კუნძულ ბანგკის მიმართულებით ასრულებდა.

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 189 ადამიანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი ზღვაში აფრენიდან 13 წუთში ჩავარდა. ავიაკატასტროფის დროს საჰაერო ხომალდი დაახლოებით 1 100 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.