უახლესი ამბები

სტამბოლში ახალი აეროპორტი გაიხსნა

29 10 2018 | ავტორი: admin
სტამბოლში ახალი აეროპორტი გაიხსნა
გარესამყარო
0

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გახსნა. მომავალში აღნიშნული აეროპორტი მსოფლიოში უმსხვილეს სატრანსპორტო ჰაბად უნდა იქცეს.

პირველი თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლის ახალმა აეროპორტმა მიიღო, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თვითმფრინავი იყო. თურქეთის პრეზიდენტმა ახალ აეროპორტში პირველი სიმბოლური ბილეთი შეიძინა.

სტამბოლის ახალი აეროპორტის გახსნის ცერემონია სიმბოლურად თურქეთის რესპუბლიკის დაარსების დღეს დაამთხვიეს.

აეროპორტის მშენებლობა 12 მილიარდ დოლარამდე მეტი დაჯდა. სამშენებლო სამუშაოები ოთხ წელს გაგრძელდა. აეროპორტის ფართობი 76 მილიონი კვადრატული მეტრია. ახალი სატრანსპორტო კვანძი მოიცავს ექვს ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი, 500 საჰაერო ხომალდისთვის გათვლილ სადგომს, ავტოსადგომს 70 000 ავტომობილისთვის. თავდაპირველად აეროპორტი შიდა რეისებს მოემსახურება. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, გეგმის მიხედვით, აეროპორტი ყოველწლიურად 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება, 2029 წლიდან კი ეს რიცხვი 200 მილიონამდე გაიზრდება.