უახლესი ამბები

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერაქტების სერია განხორციელდა

05 11 2018 | ავტორი: admin
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერაქტების სერია განხორციელდა
გარესამყარო
0

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერაქტების სერია განხორციელდა. ინციდენტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა.

ტელეკომპანია „Al Arabiya“-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში ბაღდადის სხვადასხვა ადგილას ხუთი აფეთქება მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ტერორისტული თავდასხმების სამიზნე მოედნები და მაღაზიების მიმდებარე ტერიტორიები გახდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა მიკროავტობუსშიც, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.