უახლესი ამბები

ახალი კალედონია ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით ისევ საფრანგეთის მმართველობის ქვეშ დარჩა

04 11 2018 | ავტორი: admin
ახალი კალედონია ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით ისევ საფრანგეთის მმართველობის ქვეშ დარჩა
გარესამყარო
0

ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის იდეას რეფერენდუმზე მოსახლეობის 56.9 პროცენტმა მხარი არ დაუჭირა.

ახალი კალედონიის მოსახლეობას რეფერენდუმზე უნდა ეპასუხა კითხვაზე – „გსურთ თუ არა, რომ ახალმა კალედონიამ მიიღოს სრული სუვერენიტეტი და გახდეს დამოუკიდებელი?“.

ადგილობრივი ტელეკომპანია „La1ere“-ს ინფორმაციით, საფრანგეთისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე მოსახლეობის აქტივობა 80% იყო.

რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს 1998 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, არქიპელაგის თანმიმდევრული დეკოლონიზაციის შესახებ.

რეფერენდუმის შედეგებზე კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. მისი თქმით, ახალი კალედონიის მოსახლეობის არჩევანით ამაყობს.