უახლესი ამბები

უკრაინასა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

03 11 2018 | ავტორი: admin
უკრაინასა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
გარესამყარო
0

უკრაინასა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს სტამბოლში, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ და მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომე პირველმა მოაწერეს ხელი.

მსოფლიო პატრიარქის რეზიდენციაში ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ყველა იმ პირობას ქმნის, რომლის საშუალებითაც უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მართლმადიდებლური ეკლესიის კანონების სრული დაცვით მოხდება.

თავის მხრივ, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი უკრაინაში მცხოვრებ მართლმადიდებლებს გააერთიანებს.