უახლესი ამბები

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

09 11 2018 | ავტორი: admin
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა
გარესამყარო
0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ 1979 წელს დაწესებული სანქციები კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა. ამის შესახებ საუბარია ტრამპის წერილში, რომლის ადრესატიც კონგრესია.

„ირანთან ჩვენი ურთიერთობები ჯერ მოწესრიგებული არ არის”, – აღნიშნულია წერილში.

ირანის წინააღმდეგ სანქციები 1979 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა დააწესა, მას შემდეგ რაც, ამბოხებულებმა თეირანში აშშ-ის საელჩო დაიპყრეს.