უახლესი ამბები

კონგრესმა კიბერუსაფრთხოების სააგენტოს შექმნას მხარი დაუჭირა

14 11 2018 | ავტორი: admin
კონგრესმა კიბერუსაფრთხოების სააგენტოს შექმნას მხარი დაუჭირა
გარესამყარო
0

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა კიბერუსაფრთხოების სააგენტოს შექმნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ამერიკული მედია შესაბამისი უწყებების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტში ცალკე სააგენტოს შექმნას გულისხმობს, რომელიც ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე იზრუნებს.

„კიბერსაფრთხის საერთო სურათი გამუდმებით იცვლება. სწორედ ამიტომ ჩვენ საკუთარი ინფრასტრუქტურის ფიცრული და ფიზიკური საფრთხისგან დაცვა უნდა შევძლოთ და შესაბამის პოზიციაზე ვიყოთ“, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტი რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმების შემდეგ არის. ვაშინგტონი კრემლს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს.

აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით გამოძიებას სპეციალური პროკურორი, რობერტ მიულერი და კონგრესის ორივე პალატა აწარმოებენ. მოსკოვი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.