უახლესი ამბები

ჟიული შარტავასა და ნიაზ ძიაპშიპას სახელობის საფეხბურთო თასებით გამარჯვებულები დააჯილდოვეს

19 06 2014 | ავტორი: admin
ჟიული შარტავასა და ნიაზ ძიაპშიპას სახელობის საფეხბურთო თასებით გამარჯვებულები დააჯილდოვეს
კონფლიქტები
0

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის  ფეხბურთის ფედერაციის  ორგანიზებით, 19 ივნისს, ჟიული შარტავასა და ნიაზ  ძიაპშიპას სახელობის თასებით ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის III ლიგის გამარჯვებულთა დაჯილდოება  გაიმართა.

ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ჩატარდა. მონაწილეობა მიიღეს III ლიგის, ჟიული შარტავასა და ნიაზ ძიაპშიპას (2003 წელს დაბადებულები)  სახელობის გათამაშებაში გამარჯვებულმა გუნდებმა. ღონისძიებას ეწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდმარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, აფხაზეთის მთავრობის  წარმოამდგენლები, აფხაზეთის  ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები და სხვა  საპატიო სტუმრები.

ჟიული შარტავას ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელი გახდა სოხუმის გუნდი  „ცხუმი“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ მედლებითა და თასით დააჯილდოვეს.

ღონისძიების შესახებ ისაუბრა აფხაზეთის კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა.

„როცა იხსენებ ნიაზ ძიაპშიპას, როცა იხსენებ ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გენო ზარიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა ამ სპორტში, კერძოდ ფეხბურთში. აფასებ ამ ადამიანებს და არ გავიწყდება, ეს იმის ნიშანია, რომ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში. ეს არის ძალიან დასაფასებელი რამ და მადლობა მურად ანჯაფარიძეს, ჩვენს სპორტის დეპარტამენტს და საერთოდ პრეზიდიუმს ასეთი საოცარი საღამოსთვის. მე მაინც მგონია, რომ ჩვენ მალე დავბრუნდებით აფხაზეთში“,  – განაცხადა დიმიტრი ჯაიანმა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მურად ანჯაფარიძის განცხადებით, ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებული რეგლამენტით ტარდება.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებული რეგლამენტით ჩვენ ვატარებთ ჩემპიონატებს, ტურნირებს აღმოსავლეთ საქართველოში. ის დაჯილდოება, რომელიც დღეს თქვენ იხილეთ, ეძღვნებოდა ჟიული შარტავას სახელობის თასის საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ლიგის დამთავრებასა და გამარჯვებულების დაჯილდოებას, ასევე დიდი აფხაზი ფეხბურთელის – ნიაზ ძიაპშიპას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის დამთავრებას და გამარჯვებულების დაჯილდოებას.

ორივე ტურნირი დავამთავრეთ. ეს არის სრულმასშტაბიანი ტურნირი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ტურნირი დამთავრდა და დღეს ჩვენ გუნდებს პრიზები და მედლები გადავეცით“, – განაცხადა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.