უახლესი ამბები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიმ ხმების 99,7% დათვალა

29 11 2018 | ავტორი: admin
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიმ ხმების 99,7% დათვალა
პოლიტიკა
0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 99, 7 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,56 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40 44 %-მა.

ამ ეტაპზე 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3683 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბანი.

რაც შეეხება შედეგებს კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1 146 063 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 778 167.