უახლესი ამბები

საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავებმა სირიის არმიას ცეცხლი გაუხსნეს

03 12 2018 | ავტორი: admin
საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავებმა სირიის არმიას ცეცხლი გაუხსნეს
გარესამყარო
0

სირიის აღმოსავლეთით აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავებმა სირიის არმიას ცეცხლი გაუხსნეს.

სირიის სამთავრობო სააგენტო „SANA“-ს ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ ალ-სეხნას მახლობლად, მთებში, თვითმფრინავებმა სირიის არმიის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად, სირიის არმიამ მხოლოდ მატერიალური ზარალი მიიღო.

სირიის აღმოსავლეთ რაიონებში საერთაშორისო კოალიცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და სხვა ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა სირიის ხელისუფლებამ კოალიციური ჯარები სამთავრობო არმიისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში არაერთხელ დაადანაშაულა.