უახლესი ამბები

საფრანგეთის პარლამენტმა მაკრონის ანტიკრიზისულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

21 12 2018 | ავტორი: admin
საფრანგეთის პარლამენტმა მაკრონის ანტიკრიზისულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
გარესამყარო
0

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის შესახებ ემანუელ მაკრონისმიერ შეთავაზებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას „France Presse“ ავრცელებს.

კანონპროექტს 153-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ცხრა წინააღმდეგი იყო, 58-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა კანონპროექტი სენატს გადაეცემა.

10 დეკემბერს, ემანუელ მაკრონმა იმ ზომების შესახებ გამოაცხადა, რასაც მთავრობა ყვითელი ჟილეტების მოთხოვნების საპასუხოდ მიიღებს.

ყვითელი ჟილეტების აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში 2019 წლის დასაწყისიდან საწვავზე ფასი უნდა გაზრდილიყო.

ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, ემანუელ მაკრონი დათმობაზე წავიდა.